20:09 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 12:02:08, 1200 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - აშშ მზადაა გამოიყენოს სამხედრო ძალები ტაივანის დასაცავად, თუ ჩინეთი თავს დაესხმება

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მიიღებს მონაწილეობას სამხედრო ქმედებებში ტაივანის დასაცავად, თუ ჩინეთი მის აღებას შეეცდება. მან ამის შესახებ ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დიახ. ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ", - თქვა ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ რჩება ჩინეთის პოლიტიკის ერთგული, რომელიც აღიარებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, როგორც ჩინეთის ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობას. 

„ჩვენ ვეთანხმებით ჩინეთის ერთ პოლიტიკას და ყველა თანმხლებ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ. მაგრამ მოსაზრება, რომ ეს შეიძლება ძალის გამოყენებით იქნას მიღებული, უბრალოდ შეუსაბამოა. ეს შეარყევს მთელ რეგიონს და იქნება მორიგი ქმედება, რაც მოხდა უკრაინაში. ასე რომ, ტვირთი კიდევ უფრო დიდია“, - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე შეაფასა იმის ალბათობა, რომ ჩინეთი შეეცდება ტაივანის ხელში ჩაგდებას.

”მე ველი, რომ ეს არ მოხდება”, - თქვა ბაიდენმა.

ჩინეთი და ტაივანი გაიყო 1940-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს. მას შემდეგ ტაივანი თავს დამოუკიდებელ ქვეყნად თვლიდა, მაგრამ ჩინეთი კუნძულს განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას, რომელიც რაღაც მომენტში დაიბრუნებს, საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით.

კუნძულს აქვს საკუთარი კონსტიტუცია, დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით 300 000 სამხედრო მოსამსახურე.

მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს ტაივანს. უმეტესობა აღიარებს ჩინეთის მთავრობას პეკინში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics