11:16 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 13:21:08, 1113 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა პოდოლიაკზე - ის არის „ჭე“ კლასის ვიღაც მრჩევლები, რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში

 

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლს "ჭე" კლასის პოლიტიკოს უწოდებს და აცხადებს, რომ "ჩვეულებრივი რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში", ამიტომაც მასზე დროის დაკარგვა არ სურს. 

ირაკლი ზარქუამ ასევე დასძინა, რომ მიხაელო პოდოლიაკი უკრაინაშიც ნეგატიური რეპუტაციით სარგებლობს და მის "არასწორ განცხადებებს" არავინ უსმენს.

"პოდოლიაკი და კიდევ მისი ძმანი მისნი, ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო. ეს არის "ჭე" კლასის, თუ არ ვცდები ვიღაც მრჩევლები, რომლებსაც შიგნითაც არ უსმენენ და რამდენადაც გავიგე, თურმე უკრაინის ის მაგარი ბიჭები, მებრძოლი ბიჭები ემუქრებიან კიდეც მათი არასწორი განცხადების და პოლიტიკის გამო და ახლა ბუნებრივია, ასეთ ადამიანს ახლა შენ ობიექტურობა და სამართლიანობა მოსთხოვო გაჭირდება. ეს არის ფასიანი ლობისტი სავარაუდოდ სააკაშვილის, რომელიც ჰყავს უკრაინაში მიმოფანტული, უამრავი ჰყავს მათ შორის მთავრობაში, მათ შორის და ამიტომ ამაზე დროს ნუ დამაკარგვინებთ. ჩვეულებრივი რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში", - განაცხადაზარქუა 

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა "რადიო მაესტროსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, სანქციების სიაში უნდა იყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური
ამერიკულმა დელეგაციამ ჯაშუშობის რისკის გამო ჩინური საჩუქრები გადააგდო
ბელგოროდზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა
FIFA-ს გადაწყვეტილებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში შოუ გამოიყენოს, გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics