|
2022-05-20 10:29:37, 895 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ გერმანიის კანცლერის ოფისსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართეს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის აპარატის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ევროპული პოლიტიკისა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელს, ედგარ ლენსკის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე სპეციალურ წარმომადგენელს, მათიას ლუტენბერგსა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლაურა არენსს შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი, ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები. მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების დიდი ნაწილის წარმატებით იმპლემენტაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას. მან უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიის ფონზე ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან საქართველო, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის ცხადი პერსპექტივისა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭების მნიშვნელობასა და ამით ამ ქვეყნებისადმი მკაფიო მხარდამჭერი პოლიტიკური გზავნილის გაკეთების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მაკა ბოჭორიშვილმა მათ გერმანიის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროკავშირთან დაახლოების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გერმანელმა კოლეგებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გადადგმულ ნაბიჯებსა და შეფასების კითხვარის დროულად შევსებას, ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურეს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)