|
2022-05-17 15:46:41, 1598 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ლატვიის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა
პროკურატურამ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ევრობანკ კვიპროსის" სახელით მოქმედმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს წარსულში ონლაინ-ვაჭრობით დაზარალებულ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქესთან და თითქოსდა დაკარგული თანხების დაბრუნების და დამატებით მოგების მიღების პირობით, მას დაახლოებით 34 000 ევრო მოტყუებით ჩაარიცხინეს ბრალდებულის საბანკო ანგარიშზე. " დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ბრალდებულმა განათავსა პირად საბანკო ანგარიშებზე და პირადი საჭიროებისთვის განკარგა, რითაც მოახდინა დაახლოებით 20 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია,"- ვკითულობთ განცხადებაში. საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული 16 მაისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)