00:21 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 18:41:16, 1433 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ელჩისთვის საღებავის შესხმის გამო რუსეთი პოლონეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთის ელჩ კშიშტოფ კრაევსკისგან რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელზე თავდასხმის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ ინფრომაციას რუსეთის დიპლომატიური სამსახური თავის ვებგვერდზე აქვეყნებს.

მოსკოვი ამ ინციდენტს ვენის კონვენციის უხეში დარღვევად მიიჩნევს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთმა არ შეასრულა ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება - არ უზრუნველყო რუსი დიპლომატების იმუნიტეტი.

„კრაევსკის უთხრეს, რომ რუსული მხარე ელოდა პოლონეთის ხელმძღვანელობის ოფიციალურ ბოდიშს მომხდართან დაკავშირებით და მოითხოვა რუსეთის ელჩისა და პოლონეთში რუსეთის საგარეო მისიების ყველა თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, რუსეთის შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ვარშავის რეაქციაზე ამ მოთხოვნაზე.

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი მივიდა ვარშავაში, რათს საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეემკო. სასაფლაოზე ანდრეევი აგრესიულმა პოლონელებმა და უკრაინელებმა „დაბლოკეს“, რომლებიც შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს ყვიროდნენ, შემდეგ კი წითელი საღებავი შეასხეს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics