|
2026-05-03 18:52:22, 13105 ნახვა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „მედიის განვითარების ფონდი“ და „მითების დეტექტორი“ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც აჯამებს მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, 2025 წელსა და 2026 წლის 4 თვეში გავრცელებული დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიების ძირითად ტენდენციებს. ანგარიშის თანახმად, 2025 წელს და 2026 წლის აპრილის ჩათვლით “მითების დეტექტორმა” მედიის და ჟურნალისტების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის 42 შემთხვევა გამოავლინა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული, 26 შემთხვევა, ვიზუალური მანიპულაცია იყო. ვიზუალური მანიპულაცია თავის მხრივ მოიცავდა ვიდეომანიპულაციისა და ფოტო მანიპულაციის შემთხვევებს. ანგარიშის ავტორების თანახმად, ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური ტაქტიკები დივერსიფიცირებულია. ისინი წერენ, რომ ყველაზე ხშირად, ჟურნალისტების/მედიის მიკერძოებაში დადანაშაულება და მათ მიმართ უნდობლობის გაღვივება ხდებოდა. ამასთანავე, თითქმის თანაბრად გამოიყენებოდა გენდერული დეზინფორმაციისა და სლატშეიმინგის (მორალური ნიშნით დევმა) ტაქტიკა: „თუ ადრე ამ მეთოდს (სლატშეიმინგს) მეტწილად ანონიმური სახელისუფლებო ფეისბუქ ანგარიშები იყენებდნენ, წელს გამოიკვეთა შემთხვევა, როცა ჟურნალისტის და აქტივისტის ნანუკა ჟორჟოლიანის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო სექსუალურ დანაშაულებსა და ტრეფიკინგში მხილებულ, ამერიკელ ბიზნესმენ, ჯეფრი ეპსტინთან ერთად “ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტარმა თეა წულუკიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. მმართველი პარტიის წევრის მიერ გამოქვეყნებული ეს ვიზუალი ჟორჟოლიანის წინააღმდეგ ცილისწამების შესახებ მის მიერ სასამრთლოში შეტანილ სარჩელზე ინფორმაციის ილუსტრაციად იყო გამოყენებული. სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებმა კი (“რუსთავი 2”, “პოსტვ”, “იმედი” და საინფორმაციო სააგენტო “ჯორჯიან თაიმსი”) ის უცველად და უკრიტიკოდ გააშუქეს ჟურნალისტის მორალური განსჯის მიზნით“, - წერია ანგარიშში. ანგარიშის ავტორები წერენ, რომ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე იყო პატიმრობაში მყოფი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, სახაროვის პრემიის მფლობელი მზია ამაღლობელი. მათი თქმით, ეს ხდებოდა როგორც დეზინფორმაციის, ისე მმართველი პარტიის მაღალი პოლიტიკური პირების მხრიდან, რასაც თან ერთვოდა ანონიმური ფეისბუქ გვერდებისა და ანგარიშების კოორდინირებული არაავთენტური ქცევაც. ანგარიშის ავტორების თქმით, მიზანმიმართულ ხასიათს ატარებდა ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მედია საშუალებების მიმართ უნდობლობის გაღვივება: „ამ პროცესში ჩართულები არიან როგორც სახელისუფლებო მედიები, ასევე ანონიმური ფეისბუქ ანგარიშებიც“. ანგარიშში წერია, რომ უნდობლობის გაღვივების მიზნით რამდენიმე ტაქტიკა გამოიყენებოდა:
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ხელისუფლების სამიზნე საერთაშორისო მედიაც გახდა: „იმ ორი ჟურნალისტური გამოძიების გამო, რომელიც ერთ შემთხვევაში ხელისუფლების ქმედებებს, მეორე შემთხვევაში სახელისუფლებო ტელეიმეედის ყოფილი მფლობელის საქმიანობას შეეხებოდა. საქართველოში საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკისა და 2024 წელს, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების შესახებ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას ხელისუფლების და სახელისუფლებო მედიის მწვავე რეაქცია მოჰყვა. პროპაგანდისტული გზავნილების გარდა, “მითების დეტექტორის” გამოძიების შედეგად, ფეისბუქზე კოორდინირებული არაავთენტური ქცევა (CIB) გამოვლინდა, როცა ყალბი ანგარიშები სასურველი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდნენ/ და ასევე “იმედის” ყოფილი მფლობელის, ირაკლი რუხაძის რუსული კავშირების შესახებ Byline Times-ის სტატიას ავტორის, ბრიტანელი ჟურნალისტის უილ ნილის და მისი რესპონდენტების წინააღმდეგ კოორდინირებული დისკრედიტაცია“. საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში ერთ წელიწადში 114-დან 135-მდე ჩამოქვეითდა. ახალი რეიტინგით, ქვეყანა ჩამორჩება ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ზიმბაბვე, სომალი, უგანდა, მალი, ნიგერია, ჩადი და პაპუა-ახალი გვინეა. 135-ე ადგილი ამ რეიტინგში მიუთითებს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა „რთულად“ არის შეფასებული.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)