11:29 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 10:42:59, 1104 ნახვა

მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი - რუსეთისთვის ჩამორთმეული თანხები უკრაინის აღდგენისთვის უნდა გამოვიყენოთ

ევროკავშირის  პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის მთავრობებმა უნდა განიხილონ მათ იურისდიქციაში მყოფი უცხოური ვალუტის რეზერვების და სხვა გაყინული რუსული რესურსების უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის გამოყენება. ამის შესახებ ევროკავშირის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა

 მისი თქმით,  წარსულში შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი მილიარდობით დოლარის აქტივები ტერორიზმის მსხვერპლთა კომპენსაციისთვის და  ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოიყენა, ლოგიკური იქნებოდა მსგავსი ნაბიჯების განხილვა რუსეთის რეზერვებთან მიმართებაში. 

|"მე ძალიან მომხრე ვიქნებოდი, რადგან ეს სავსეა ლოგიკით.ჩვენ ჯიბეებში გვაქვს ფული და ვიღაცამ უნდა ამიხსნას, რატომ არის ეს კარგი იდეა ავღანური ფულისთვის და ცუდი  რუსული ფულისთვის.ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური კითხვა მაგიდაზე: ვინ გადაიხდის უკრაინის რეკონსტრუქციას? თქვა ბორელმა,"- აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.

 რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში ევროკავშირმა და მისმა მოკავშირეებმა გაყინეს ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების სავალუტო რეზერვები, რომლებიც განთავსებული იყო რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშებზე. რუსეთმა მარტში განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკის სანქციებმა გაყინა დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი მისი ოქროსა და სავალუტო რეზერვიდან, რაც ჯამში 600 მილიარდ დოლარზე მეტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics