04:59 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 22:41:57, 1018 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროპის პროკურორთა კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების გენერალურ პროკურორებთან ერთად, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე თქმით, ევროპის პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენციაში, რომელიც პალერმოში, სიცილიის რეგიონალური ასამბლეის სათაო ოფისში იმართება, ასევე მონაწილეობას იღებს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი ბადაშვილი.
 
იტალიის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობით, პროკურორთა კონფერენცია, 5 მაისს, საკასაციო სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა, ჯოვანი სალვიმ და ასამბლეის პრეზიდენტმა, ჯანფრანკო მიკიჩემ გახსნეს.
 
კონფერენციაზე, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ საერთო გამოწვევებზე, ტრანსნაციონალურ დანაშაულებთან მიმართებით სამართლებრივ თანამშრომლობაზე, გარემოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე და კიბერდანაშაულების გამოძიებაში ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
 
პროკურორთა კონფერენციის დასკვნით სხდომას იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სერჯო მატარელა დაესწრო.
 
კონფერენცია საკასაციო სასამართლოს გენერალური პროკურატურის, იტალიის საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს მიერ ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით ტარდება.
 
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, 2005 წლის ივლისში მიიღო ევროპის გენერალური პროკურორების კონფერენციების რეგულარულად ჩატარების გადაწყვეტილება და დააარსა ევროპის პროკურორების საკონსულტაციო საბჭო (CCPE).
 
აღნიშნულ საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც შედგება ყველა წევრი სახელმწიფოს მაღალი დონის პროკურორებისგან, ევალება მოსაზრებების მომზადება მინისტრთა კომიტეტისთვის პროკურატურასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა ხელი შეუწყოს პროკურატურის როლის შესახებ სისხლის სამართლის სისტემაში რეკომენდაციის შესრულებას და ევროპის მასშტაბით პროკურატურის ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics