11:25 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 22:26:39, 1377 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - უკრაინის ხელისუფლებამ აზოვსტალის მცველებს დანებება უნდა უბრძანოს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ისრაელის პრემიერმინისტ ნაფტალი ბენეტთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილა. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, რია ნოვოსტი ავრცელებს.

მათივე თქმით, პუტინმა თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უნდა უბრძანოს მის მებრძოლებს, რომლებიც  აზოვსტალის ტერიტორიაზე არიან, დაყარონ იარაღი და დანებდნენ.

"რაც შეეხება აზოვსტალში დარჩენილ ბოევიკებს, კიევის ხელისუფლებამ უნდა მისცეს მათ იარაღის დაყრის ბრძანება".- ნათქვამი განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics