|
2022-05-05 21:28:53, 1125 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - გარკვეული პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტები ცდილობენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებას
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების შესახებ გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა. - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის მინისტრი ავრცელებს. მათივე თქმით, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მსგავს ინფორმაციას პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტები ავრცელებენ და ამ საქციელით ისინი პოლიტიკურ მოროდიორობას ეწევიან. „არსებობენ გარკვეული პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტები, რომლებიც ცდილობენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებას. შესაძლოა, მათ საერთოდ არ აინტერესებდეთ, როგორ გრძნობს ეს ადამიანი თავს. ეს არის ძალიან სამწუხარო. როდესაც საზოგადოებაში გამოდის პოლიტიკოსი, რომელიც საუბრობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, დათვლილია ბოლო წუთები, ბოლო წამები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს როგორც ახლობლებში და, მითუმეტეს, ოჯახის წევრებში, გამოიწვევს გარკვეულ მღელვარებას. სწორედ ამიტომ ეს საქციელი არის მიუღებელი როგორც ადამიანური თვალსაზრისით, ისე დაუშვებელია, თუნდაც, სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით. იმიტომ, რომ როდესაც გარკვეული პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ ჯანმრთელობის მანიპულაციური გამოყენებით გამოიწვიოს საზოგადოებაში მღელვარება იმისთვის, რომ კიდევ ჩაიწეროს პოლიტიკური ქულები და შემდგომში მთელი ეს ხალხი გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური მოროდიორობა", –- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძე გამოეხმაურა ლევან ბეჟაშვილის მიერ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე გაკეთებულ განცხადებასაც და აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხი არა პოლიტიკოსის, არამედ ექიმის გადასაწყვეტია; ექიმებს კი, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე არ უსაუბრიათ. „როდესაც საუბრობენ საზღვარგარეთ გადაყვანაზე, ეს არ არის არც ბატონი ბეჟაშვილის და არც სხვა პოლიტიკოსის საქმე. ექიმები და, მათ შორის, სახალხო დამცველის ჯგუფში შემავალი ექიმებიც კი, არ საუბრობენ იმაზე, რომ აუცილებელია საზღვარგარეთ გადაყვანა. საქართველოში იკურნება ძალიან ბევრი დაავადება და უამრავი ადამიანი. ამიტომ სწორედ ეს არის პოლიტიკური მიზანი, რომელიც ემსახურება არა განკურნებას, არამედ გარკვეული პოლიტიკური მიზნის მიღწევას, რასაც მიზნად ისახავს ეს ხალხი. მოდი, ამიტომ ჯერ ვკითხოთ ექიმებს და მერე გადავწყვიტოთ, თუ რა ტიპის სამედიცინო ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ ადამიანის მიმართ", – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)