16:21 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 12:55:11, 1184 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი უსაფრთხოება ომში ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან მოგება

ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომში ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინა ზოგჯერ ბევრს ითხოვს პარტნიორებისაგან, მათ შორის საქართველოსგან და უხეში სიტყვებით საუბრობს. 

"ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომში ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება. უკრაინელები ხანდახან მეტს ითხოვენ მათი პარტნიორებისგან, არა მხოლოდ საქართველოსგან. უხეში სიტყვები თქვეს პარტნიორებზე, მათ შორის ბლინკენზეც - არ მოიტანო შოკოლადები, შეიარაღება წამოიღეო,"- განაცხადა პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას სურს საქართველოსგან იარაღი მიიღოს, თუმცა ეს შესაძლებელი არ არის, რადგან ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე "ფრთხილად უნდა ვიყოთ".  

"მათ ასევე სურთ იარაღის მიღება საქართველოდან, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის შესაძლებელია. ასე მგონია, მთავრობა უფრო რეალისტურია იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ეტაპზე, რომელსაც ორი ტერიტორია ოკუპირებული აქვს. ასე რომ, აშკარად უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან ბევრი საშუალება არ გვაქვს და არავინ იქნება მზად საქართველოს მხარი დაუჭიროს იმავე გზით",- ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics