11:26 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 10:01:17, 1458 ნახვა

მსოფლიო
იაპონიის პრემიერი: იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება

იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ დაგმო რუსეთის მიერ იაპონიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და ოფიციალური პირებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას "სრულიად მიუღებელი" უწოდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა რომში ვიზიტის დროს განაცხაადა, იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი. 

"რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევა და ომის დანაშაული. რუსულმა მხარემ სამხედრო საშუალებებს მიმართა და ეს ვითარება გამოიწვია. იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი", - განაცხადა იაპონიის პრემიერმა.

ცნობისთვის, იაპონიამ ადრე მიიღო შეზღუდვების რამდენიმე პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო. სულ 500-ზე მეტ ადამიანს შეეხო ინდივიდუალური სანქციები, მათ შორის ქვეყნის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს, ოფიციალური პირებსა და ბიზნესმენებს. გარდა ამისა, იაპონიამ გაყინა Otkritie Bank, Novikombank, Sovcombank, VTB, Rossiya Bank, Promsvyazbank, VEB.RF, Sberbank და Alfa-Bank, ასევე 40-მდე რუსული ორგანიზაციისა და კომპანიის აქტივები.

ამის საპასუხოდ, რუსეთმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდასა და ქვეყნის კიდევ 62 მოქალაქეს  სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics