|
2022-05-04 10:59:04, 1043 ნახვა
პოლიტიკა
მაია ბითაძე - საქართველო თანამონაწილეა ყველა სერთაშორისო პროცესისა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური სანქციების ნაწილში მიმდინარეობს
„საქართველოსნაირი პატარა ქვენისთვის, რომელიც ძალიან მძიმე გეოგრაფიულ მოცემულობაში იმყოფება, ტერიტორიის 20% ოკუპირებული გვაქვს, აქვე დგას რუსის ჯარი, ჩვენი მოსახლეობა მუდმივ ტერორში იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გვყავს უამრავი შიდა დევნილი, ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას დააბრალო, რომ არ უერთდება სანქციებს, პოლიტიკური საქციები ამ შემთხვევაში არის ჩვენი ყველაზე დიდი ძალა. ჩვენ რომ პოლიტიკურ სანქციებს არ შევერთებოდით, ვინ გამოგვიგზავნიდა და შეგვავსებინებდა კითხვარს ან მადლობას ვინ გადაგვიხდიდა ამისთვის“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ტვ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში. როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, საქართველო არის თანამონაწილე ყველა იმ სერთაშორისო პროცესისა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური სანქციების ნაწილში მიმდინარეობს. „გავიხსენოთ საქართველოს ხელისუფლება რას აკეთებს და რა გააკეთა. გარდა იმისა, რომ თითქმის 50 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი გვყავს, საქართველო თანამონაწილეა ყველა იმ სერთაშორისო პროცესისა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური სანქციების ნაწილში მიმდინარეობს, მათ შორის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში სარჩელის შეტანით დაწყებული, ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვით დამთავსებული. მე იმედი მაქვს, რომ ეს ომი მალე დასრულდება უკრაინის გამარჯვებით, ეს ნიშნავს პლანეტის გამარჯვებას, ამისთვის იღწვის „ქართული ოცნება“ და ამიტომ არის თანასპონსორი ყველა პოლიტიკური სანქციისა, რომელიც დღემდე გატარებულა რუსეთის მიმართ“ - განაცხადა მაია ბითაძემ. მაია ბითაძე მოუწოდებს ოპოზიციას, კარგად დაფიქრდნენ, ამ ფუჭი საუბრებით და დადგმული სცენარით თავისი შვილების მომავალს არყევენ. „მე კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, მათი ოჯახის წევრებს, კარგად დაფიქრდნენ, ამ ფუჭი საუბრებით და დადგმული სცენარით ისინი მხოლოდ და მხიოლოდ თავისი შვილების მომავალს არყევენ. ჩვენი მთავარი მიზანია, ამ რთულ სიტუაციაში ძალიან ფრთხილად გავიაროთ იმისთვის, რომ დავიტოვოთ პერსპექტივა, ოდესღაც დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ მყარი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებით, რომელიც ჩვენ მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას, მეტ ენერგოდამოუკიდებლობას მოგვიტანს. ჩვენ არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობაზე გვაქვს პრეტენზია, იქ არის ევროგაერთიანების მეორე ნაწილი, რომელიც ენერგოდამოუკიდებლობის ძალიან დიდ პერსპექტივებს გვიჩენს, ასე რომ ძალიან საფრთხილოა, რომ ჩვენ ჩვენი მომავალი ამ შეთხზული პოლიტიკური
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)