16:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 18:08:15, 1079 ნახვა

სამართალი
ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა

ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა . - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით,, დეკლარაციის პრინციპების პრაქტიკულ საქმიანობაში დანერგვისათვის დროში გაწერილი გეგმის საფუძველზე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. გეგმის შემუშავება რატი ბრეგაძემ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს დაავალა.

„ჩვენი სიტყვა ასოცირებულია შესრულებასთან. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ვიმოქმედებთ ძალიან სწრაფად და დროსთან ადეკვატურად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე", − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

კარენ ანდრესიანმა მადლობა გადაუხადა რატი ბრეგაძეს მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ სომხეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება ყველა იმ სფეროში, რომელთაც ერთობლივი დეკლარაცია მოიცავს.

„ჩვენი თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება", − განაცხადა მან და დასძინა, რომ მოუთმენლად ელის ქართველი კოლეგების ჩასვლას სომხეთის რესპუბლიკაში.

დეკლარაციის თანახმად, სამართლებრივ სფეროში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქართული ინოვაციების − PROBBOX-ისა და მობილური იუსტიციის სახლების − მოდელის დანერგვას სომხეთში; ერთობლივი ტრენინგების და პრაქტიკების გზით ადამიანური რესურსის შესაძლებლობების განვითარებას, პენიტენციურ სისტემაში რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებაში მეზობელი ქვეყნისათვის დახმარების გაწევას, სანოტარო აქტების ნამდვილობის დადასტურების, აგრეთვე, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ერთობლივი მექანიზმების შემოღებას.

ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი თბილისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics