|
2022-04-30 17:50:43, 1713 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონის პოლიცია - ბუჩაში კიდევ ერთი მასობრივი სასაფლაოა ნაპოვნი
ბუჩაში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს.- ამის შესახებ ინფორმაციას კიევის რეგიონის პოლიცია ავრცელებს. მათივე თქმით, 3 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი. " გვიან ღამით კიევის ოლქის სოფელ მიროცკოეში კიევ ერთი საერთო სასაფლაო აღმოვაჩინეთ. საფლავები რუსებით პოზიციასთან ახლოს იყო გათხრილი. ფაქტია რომ ისინი რუსებმა კვალის დაფარვის მიზნით დამარხეს. სამწუხაროდ საფლავში 3 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ვიპოვეთ და 3-ვე მათგანი თავში დამიზნებითაა მოკლული. ასევე დაღუპულებს თვალები ახვეული ჰქონდათ. ირკვევა, რომ ამ ადამიანებს აწამებდნენ. მათი ამოცნობა ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან მტერმა წამების დროს ისინი დაასახიჩრეს. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ეს არის სამხედრო დანაშაული. ამ ეტაპზე რუსების მიერ მოკლული 1202 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარს მივაგენი." - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)