|
2022-04-30 14:01:33, 2983 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს
რუსმა დამპყრობლებმა მორიგი დარტყმა მიაყენეს ხარკოვის ნემიშლიანსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ ადგილებს, საავადმყოფოს და ინდუსტრიულ ზონას. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური Facebook-ით ავრცელებს. როგორც სამსახურმა აღნიშნა, მტრის თავდასხმის შედეგად ორ საცხოვრებელ 9-სართულიან კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. შენობაში ერთ-ერთი ბინის მეპატრონე მამაკაცი დაშავდა. ამასთან ერთად, ხარკოვში ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების შენობა დაზიანდა. დაბომბვის შედეგად საავადმყოფოს ტექნიკური იატაკის ბეტონის კონსტრუქციები და ფანჯრის ჩარჩოები ნაწილობრივ განადგურდა, მეხუთე სართულზე კი ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა სწრაფად ჩააქრეს. შეგახსენებთ, რომ მანამდე 29 აპრილს რუსულმა ჯარებმა ხარკოვი 16-ჯერ დაბომბეს. ქალაქსა და რეგიონში თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ხარკოვთან ერთად, რუსმა ოკუპანტებმა სოფელი იაკოვლევკაც გაანადგურეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)