|
2022-04-30 10:11:43, 1524 ნახვა
ომი უკრაინაში
ლავროვი - ნატო ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკური შეთანხმებები თავიდან აიცილოს
ნატო-ს ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინაში რუსული სპეცოპერაცია პოლიტიკური შეთანხმებების გზით არ დასრულდეს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვმა აღნიშნა, რომ თუ აშშ და ნატო ნამდვილად არიან დაინტერესებულნი უკრაინის კრიზისის მოგვარებით, გონს უნდა მოეგონ და შეწყვიტონ კიევისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება. „ახლა ჩვენ ვხედავთ დასავლური ისტებლიშმენტის კლასიკური ორმაგი სტანდარტების და ფარისევლობის გამოვლინებას. კიევის რეჟიმისადმი საჯაროდ გამოხატვისას ნატო-ს ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არ დასრულდეს ოპერაცია პოლიტიკური შეთანხმებების მიღებით“, - განაცხადა მინისტრმა. ამასთან ერთად, ლავროვმა აღიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც ამართლებენ უკრაინის ხელისუფლების ქმედებებს, ხდებიან ნაციონალისტების მიერ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილეები. „უკვე დროა დასავლეთმა შეწყვიტოს კიევის უპირობო გათეთრება და დაფარვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონმა, ბრიუსელმა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებმა უნდა იცოდნენ პასუხისმგებლობა უკრაინელი ნაციონალისტების სისხლიან დანაშაულებში თანამონაწილეობისთვის", - დასძინა მინისტრმა გარდა ამისა, ლავროვმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა, მაგრამ ამას დასავლეთის ანთებითი ქმედებები აფერხებს. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები მოუწოდებენ კიევს „ბოლო უკრაინამდე იბრძოლოს", მას იარაღით ამარაგებს და მოლაპარაკებებს აფერხებს. შესაბამისად შეთანხმებების მიღწევა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც კიევი დაიწყებს ხელმძღვანელობას უკრაინელი ხალხის ინტერესებით და არა შორიდან მრჩევლებით. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)