21:50 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 12:54:35, 2711 ნახვა

ომი უკრაინაში
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა ხარკოვი 16-ჯერ დაბომბეს - ხუთი ადამიანი დაიღუპა, თერთმეტი დაშავდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა ხარკოვი უკვე 16-ჯერ დაბომბეს. ქალაქსა და რეგიონში თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ით ავრცელებს.

სინუბეგოვის თქმით, დამპყრობლების დარტყმის შედეგად დაზარალდა საცხოვრებელი რაიონები.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ხარკოვში განახორციელეს 16 საარტილერიო თავდასხმა, 2 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით და ასევე განხორციელდა ერთი სარაკეტო შეტევა. დღეს დილით ოკუპანტებმა ქვემეხი არტილერიიდან დაბომბეს სოკოლნიკი. დღის განმავლობაში ქალაქსა და რეგიონში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე, 11 კი დაშავდა,“ - წერს სინეგუბოვი.

გარდა ამისა სინუბეგოვმა აღნიშნა, უკრაინის არმია თავის პოზიციებს იკავებს. გასული ღამის განმავლობაში მტერმა არ ჩაატარა აქტიური შეტევითი ოპერაციები, არამედ ჩაატარა აქტიური დაზვერვა. ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი რუსული სუ-34 გამანადგურებელის ჩამოგდება შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული არმია ანადგურებდა ქალაქებს, სოფლებს და ხოცავდა მშვიდობიან მოსახლეობას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
საქართველოში კაკლის გადამამუშავებელი უმსხვილესი საწარმოს მშენებლობა წელს დასრულდება
სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics