07:18 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 10:48:24, 1424 ნახვა

ომი უკრაინაში
„რუსეთის პოზიციამ სხვა გზა არ დაგვიტოვა“ - ეუთო უკრაინაში სადამკვირვებლო მისიას დახურავს

ეუთო დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს უკრაინაში სპეციალური სადამკვირვებლო მისიის დახურვისთვის, - ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდმა განაცხადეს.

როგორც მარია შმიდმა აღნიშნა, ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა რუსეთის ქმედებებმა "სხვა გზა არ დატოვა" 

„ეუთო დაუყოვნებლივ მიიღებს ოპერატიულ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ ნაბიჯებს მისიის პასუხისმგებლობით და მინიმალური ხარჯებით დახურვის მიზნით, ხოლო მისიის წევრების უსაფრთხოება მთელ უკრაინაში პრიორიტეტად დარჩება.

ეს არ არის იოლი გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვიკვლიეთ ყველა შესაძლო ვარიანტი მონაწილე სახელმწიფოებთან პოლიტიკური დიალოგის გზით, რათა მივაღწიოთ სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაფართოებას, მაგრამ რუსეთის ფედერაციის პოზიციამ სხვა გზა არ დაგვიტოვა. ნაბიჯები მისიის დახურვისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა შმიდმა.

ამავდროულად, ეუთო შეეცდება გააგრძელოს თავისი საქმიანობა უკრაინაში არსებული ვალდებულებების შესაბამისად. 

შეგახსენებთ, რომ ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში, რომელიც შედგება შეუიარაღებელი მშვიდობიანი დამკვირვებლებისგან, შეიქმნა 2014 წლის მარტში. მისი მიზანი იყო სიტუაციის მონიტორინგი როგორც დონბასში, ასევე მთელ უკრაინაში. 

2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინა დღეს, დასავლეთის ქვეყნებიდან ეუთოს დამკვირვებლების 60%-ზე მეტი და უკრაინელი თანამშრომლების 40%-ზე მეტი წავიდა შვებულებაში , მიუხედავად ამისა, მისიამ მუშაობა განაგრძო.

მარტის დასაწყისში ეუთოს სპეციალურმა სადამკვირვებლო მისიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკიდან და ლუგანსკიდან საერთაშორისო დამკვირვებლების ევაკუაცია მოახდინა.

24 აპრილს ეუთომ გამოაცხადა ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში მისი რიგი თანამშრომლების უკანონო დაკავების შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics