07:18 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 10:53:28, 1457 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - მშვიდობიან მოსახლეობას შეუძლია აზოვსტალიდან გასვლა, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა იარაღი უნდა დაყარონ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ აზოვსტალის ქარხნის დატოვება, ხოლო რაც შეეხება ბოევიკებს, მათ უნდა დაყარონ იარაღი,- ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

პესკოვის განცხადებით, პუტინმა მანამდე უკვა აღნიშნა, რომ იმ უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებმაც უკვე დადეს იარაღი, იმყოფებიან შესაბამის პირობებში და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებას იღებენ. გარდა ამისა, რუსეთი ასევე მზადაა უზრუნველყოს გაეროს და საერთაშორისო წითელი ჯვრის წვდომა ამ სამხედრო ტყვეებთან.

„პრეზიდენტმა საკმაოდ ნათლად თქვა: მშვიდობიანი მოქალაქეები შეიძლება გავიდნენ და წავიდნენ სადაც მოესურვებათ. ბოევიკებმაც უნდა დადონ იარაღი და გავიდნენ. მათ სიცოცხლე შენარჩუნდება. ყველა დაშავებულს და ავადმყოფს სამედიცინო დახმარება გაეწევა. რაზეა მოსალაპარაკებელი ამ შემთხვევაში?,“ - განაცხადა პესკოვმა.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, თუ მშვიდობიანი მოქალაქეები მართლაც იმყოფებიან აზოვსტალში, მაშინ მათი ცხოველთა ფარად შეკავება ომის დანაშაულია უკრაინული ნაციონალისტური ბატალიონების მიერ.

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს ზელენსკიმ განაცხადა კიევის მზადყოფნა აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაციისთვის მოლაპარაკებებისთვის, გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან მოლაპარაკების შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics