|
2022-04-28 19:08:04, 1481 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიოპოლის მერი - ქალაქის მცხოვრებ 100 000-მდე ადამიანს, ათასობით გვამის გახრწნისა და ანტისანიტარიის გამო სასიკვიდლო საფრთხე ემუქრება
ქალაქის მცხოვრებ 100 000-მდე ადამიანს, ათასობით გვამის გახრწნისა და ანტისანიტარიის გამო სასიკვიდლო საფრთხე ემუქრება. - ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ავრცელებს. მისივე თქმით, სანიტარული თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა . "ქოლერა, დიზენტერია და ნაწლავის ჩხირი. 100 000-მდე მარიუპოლელს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება არამხოლოდ თავდასხმების, არამედ გაუსაძლისი სასიცოცხლო კონდიციებისა და ანტისანიტარიის გამო". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)