04:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 16:01:53, 1388 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა 287 ბრიტანელ დეპუტატს ქვეყანაში შესვლა აუკრაძალა

რუსეთმა ბრიტანეთის პარლამენტის 287 წევრს სანქციები ქვეყანაში შესვლის აკრძალვის სახით დაუწესა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პირებმს, რომლებსაც ახლა ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციაში შესვლა, ყველაზე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ლონდონში ანტირუსული სანქციების ინსტრუმენტების ჩამოყალიბებაში, რაც ხელს უწყობდა დიდ ბრიტანეთში რუსოფობიური ისტერიის უსაფუძვლო გაღვივებას.

„ბრიტანელი პარლამენტარების პირიდან წამოსული მტრული რიტორიკა და შორსმჭვრეტელი ბრალდებები არა მხოლოდ ამართლებს ლონდონის მტრულ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის დემონიზაციას და მის საერთაშორისო იზოლაციას, არამედ ასევე გამოიყენება რუსეთთან ურთიერთპატივისცემის მქონე დიალოგის ოპონენტების მიერ, რათა ძირი გამოუთხაროს ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველს,“- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბორის ჯონსონთან ერთად, ქვეყანაში შესვლა საგარეო საქმეთა მინისტრს-ლიზ ტრასს, თავდაცვის მდივანს-ბენ უოლასსა და მთავრობის კიდევ 10 წევრს აუკრძალა.

რუსეთის აღნიშნული ქმედება გახლავთ პასუხი, 11 მარტს გაერთიანებულო სამეფოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ცნობის გამო სახელმწიფო დუმის 386 დეპუტატს სანქციები დაუწესა. პოლიტიკოსებს ბრიტანეთში შესვლა აეკრძალათ, საბანკო ანგარიშების აღმოჩენის შემთხვევაში კი ის გაეყინებათ. შესაბამისად ვერ შეძლებენ დიდ ბრიტანეთში ბიზნესის წარმოებას.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics