|
2022-04-27 10:47:28, 1519 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიუპოლის საკრებულო - აზოვსტალში 2000-ზე მეტი მოქალაქე რჩება, ბევრი დაჭრილია, ანტისანიტარიაში და საშინელ პირობებში არიან
უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანაში, სულ მცირე 2000 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები, ასევე დაჭრილები. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულო Telegram-ზე ავრცელებს. უწყების ცნობით, მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენა სასწრაფოდ არის საჭირო. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ თავშესაფრის საავადმყოფოში დაჭრილ სამხედროებთან ერთად,დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეებიც იმყოფებიან. „მეტალურგიულ ქარხანაში სულ მცირე 2000 მშვიდობიანი მოქალაქეა. ქალები, ბავშვები და მოხუცები. ბევრი დაჭრილია. ანტისანიტარიაში და საშინელ პირობებში. მედიკამენტების გარეშე. სასმელ წყალთან და საკვებთან დაკავშირებით კატასტროფული მდგომარეობაა. ისინი სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ. "- ნათქვამია გავრცელებულ შეტყობინებაში. შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ . მოგვიანებით მათ უკრაინის ქალაქი, მარიუპოლი ბლოკადაში მოაქციეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსი სამხედროები არ წყვეტენ მარიუპოლზე საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს. ასევე გრძელდება ჯარის ნაწილების ბლოკირება, აზოვსტალის ქარხნის მიდამოში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)