05:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 22:01:52, 1813 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-ის თავდაცვის მდივანი - მოკავშირეები უკრაინას დამატებით სამხედრო ტექნიკას გადასცემენ

მოკავშირეები უკრაინას დამატებით სამხედრო ტექნიკას გადასცემენ. - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ავრცელებს.

მისივე თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ უკრაინამ სასწრაფოდ მიიღოს მისთვის საჭირო ყველა დახმარება.

"ქვეყნები მთელი მსოფლიოდან აქტიურობენ, რათა უკრაინას მიაწოდონ სასწრაფო საჭიროებები. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მასპინძელ გერმანიას, მინისტრ ლამბრეხტს, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას 50 გეპარდის ტიპის ტანკს გადასცემს, გუშინ ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით ანტისაჰაერო აღჭურვილობას გაუგზავნის, დღეს კი კანადამ განაცხადა, რომ უკრაინას 8 ჯავშანმანქანას გაუგზავნის. ეს მნიშვნელოვანი პროგრესია, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ". - თქვა ოსტინმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics