|
2022-04-26 21:04:48, 1327 ნახვა
მსოფლიო
უკრინის დაზვერვა - რუსეთი დნესტრისპირეთზე სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადება
რუსეთის ჯარები დნესტრისპირეთის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადებიან.- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს. მათივე თქმით, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის მაცხოვრებლები იღებენ ყალბ SMS შეტყობინებებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების სახელით, რომლებიც მათ მოსალოდნელი სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების შესახებ ატყობინებს. "უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მშვიდობიან მოსახლეობას უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაციისკენ მოუწოდებს. გარწმუნებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ სურთ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება, თუმცა ქალაქში დარჩენილები აღქმულები იქნებიან დივერსიულ ჯგუფებად და გაფრთხილების გარეშე გაანადგურებენ. ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება რესპუბლიკის ტერიტორიაზე ობიექტების სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ მაია სანდუმ განცხადება გაავრცელა სადაც დაძაბულობის ესკალაციაზე საუბრობს და საფრთხეებზე.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)