|
2022-04-26 12:48:58, 1351 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - არახამია არის ნაცმოძრაობის გარე სპიკერი კიევიდან, რომელიც რამდენიმე საათში აკეთებს განცხადებებს ნებისმიერ ფეიკზე
ძალიან ლოგიკურად ებმის ბაკურიანის მოღალატეობრივ შეკრებას ეს ჩანაწერი და შემდეგ არახამია განცხადება. არახამია არის ნაცმოძრაობის გარე სპიკერი კიევიდან, რომელიც რამდენიმე საათში აკეთებს ხოლმე განცხადებებს ნებისმიერ ფეიკთან დაკავშირებით - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციური მედიით გავრცელებული ჩანაწერების კომენტირებისას. მისი თქმით, ამ ფეიკების შემქმნელიც და გამავრცელებელიც არის ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა - ნაცმოძრაობა, რომელსაც დღეს კიევში არახამია წარმოადგენს „მე მგონია, რომ ეს ყველაფერი, ე.წ. ჩანაწერი , მერე არახამიას განცხადება არის ლოგიკური გაგრძელება იმ შეხვედრისა, რომელიც შედგა ბაკურიანში. ბაკურიანში შედგა რევოლუციური, შულავერის კომიტეტის მოღალატეობრივი შეკრება, სადაც მათივე აღიარებით, განიხილეს ხელისუფლების გადატრიალების გეგმები. მათ თავადაც იციან, რომ არავითარი ემოციური ფონის შეცვლის რესურსი არ აქვთ და ხავსს ეჭიდებიან. ამ შემთხვევაში ეს ჩანაწერიც იყო მათთვის ერთგვარი ხავსი. რაღაცნაირად ამ შეკრების გაგრძელება უნდათ ამ ჩანაწერით და მერე არახამიას განცხადებით. მე იმასაც არ გამოვრიცხავდი, რომ ეს ფარული ჩანაწერები იგივე აკერმანის ჩამოტანილი იყოს მაგალითად და პირდაპირ უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი ბაკურიანის შეკრებას. ეს არის ჩემი პოლიტიკური ვარაუდი, თუმცა, ძალიან ლოგიკურად ებმის ბაკურიანის მოღალატეობრივ შეკრებას ეს ჩანაწერი და შემდეგ არახამია განცხადება. არახამია არის ნაცმოძრაობის გარე სპიკერი კიევიდან, რომელიც რამდენიმე საათში აკეთებს ხოლმე განცხადებებს ნებისმიერ ფეიკთან დაკავშირებით. ერთხელ რომ გააკეთებ ასეთ ფეიკზე განცხადებას და ფეხი წაგიცდება, ბუნებრივია მეორე ჯერზე უფრო ფრთხილად ხარ, ასეთ შემთხვევაში ნული სიფრთხილე არახამიას მხრიდან. ამას აქვს მარტივი მიზეზი, ამ ფეიკების შემქმნელიც და შემდეგ გამავრცელებელიც არის ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა - ნაცმოძრაობა, რომელსაც წარმოადგენს არახამია დღეს კიევში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)