04:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 10:22:15, 1451 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-ს თავდაცვის მდივანი: გვსურს, რუსეთი იმდენად დასუსტდეს, რომ ვეღარ გააკეთოს ის, რაც უკრაინაში გააკეთა

გვსურს, რომ რუსეთი იმდენად დასუსტდეს, რომ ვერ გააკეთოს ის, რაც გააკეთა უკრაინაში შეჭრის დროს,- ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პოლონეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტს ორი თვის წინ ჰქონდა ამბიციები, თუმცა აშშ გააკეთებს ყველაფერს, რომ "თავიდან აიცილონ ვლდიმერ პუტინის სურვილი, დაიმორჩილოს უკრაინა".

”მე ვიტყოდი, რომ ეს შეესაბამება ჩვენს თვალსაზრისს. ჩვენ ვაპირებთ ყველაფერს გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ პრეზიდენტ პუტინის სურვილი, დაიმორჩილოს უკრაინა, დაიკავოს მისი ტერიტორიები. მთლიანობა და სუვერენიტეტი. ორი თვის წინ მას ჰქონდა ამბიციები, რომ გასცლოდა ამას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა

შეგახსენებთ, ვიზიტის შემდეგ პენტაგონის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ აშშ თვლის, რომ უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი რუსეთის წინააღმდეგ, ამისთვის კი, საკმარისია მხოლოდ სწორი აღჭურვილობა და სწორი მხარდაჭერა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 24 აპრილს კიევში სამსაათიანი შეხვედრა გამართეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ეს ამერიკელი ოფიციალური პირების პირველი ვიზიტია უკრაინაში რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics