|
2022-04-25 12:49:12, 1404 ნახვა
ომი უკრაინაში
ლოიდ ოსტინი- შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობისა და მხარდაჭერის შემთხვევაში, უკრაინას შეუძლია ომში გამარჯვება
შესაბამისი აღჭურვილობისა და მხარდაჭერის არსებობის შემთხვევაში უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი, - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ ჩვენ გააკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რათა უკრაინას დაეხმაროს რუსეთის წინააღმდეგ ომში. “გამარჯვებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არის რწმენა იმისა, რომ შენ შეგიძლია გაიმარჯვო. ასე, რომ უკრაინას სჯერა, რომ ერთად შეგვიძლია გავიმარჯვოთ. თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა და მხარდაჭერახ, ისინი აუცილებლად შეძლებენ ამას. ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და მომავალშიც გავაგრძელებთ ყველაფრის კეთებას, რაც შეგვეძლება,” - აღნიშნა ოსტინმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის პრეიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 24 აპრილს შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)