02:36 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-25 11:36:28, 1413 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა აშშ-ს გაუგზავნა ნოტა მოთხოვნით, რომ შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება

რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუგზავნა ნოტა მოთხოვნით,  რომ შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ამის შესახებ რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა კრემლის მიერ კონტროლირებულ ტელეკომპანია „როსია 24“-ზე ინტერვიუში განაცხადა.

დიპლომატის თქმით, შეერთებულმა შტატებმა კიევს ჯამურად 800 მილიონი დოლარის იარაღი მიაწოდა, რაც “უზარმაზარი მაჩვენებელია”, რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტას.

“გადავეცით თუ არა ნოტა, ჩვენ ხაზი გავუსვით იმ სიტუაციის მიუღებლობას, როდესაც შეერთებული შტატები უკრაინას აწვდის იარაღს, მოვითხოვთ ამ პრაქტიკის შეწყვეტას,”- განაცხადა ანტონოვმა.

გარდა ამისა, 15-21 აპრილის პერიოდში, აშშ-მა უკრაინას ორჯერ გაუწია 800-800 მილიონიანი სამხედრო დახმარება. ამ მოცულობის პირველი დახმარების შემდეგ, გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“  გაავრცრლა ინფორმაცია, რომ რუსეთმა აშშ-ს გაუგზავნა ნოტა გაფრთხილებით, შეაჩერონ უკრაინის "უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რაც არაპროგნოზირებადი შედეგებით ემუქრება რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ 16 აპრილს დაადასტურა, რომ მოსკოვმა ნოტა გადასცა, მაგრამ მისი შინაარსი არ გაამჟღავნა. მისი თქმით, ნოტა იგზავნებოდა ყველა ქვეყანაში.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ, მოსკოვის ნოტა „ცარიელ მუქარად “მიიჩნია. ”მე არ ვაპირებ სპეკულირებას პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის ცარიელ მუქარაზე, ” - აღნიშნა ფსაკიმ.

რუსეთის ხელისუფლება დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინაში იარაღის გადაცემას აკრიტიკებს. ანტონოვმა მიწოდებას "სატუმბი" უწოდა და დარწმუნებულია, რომ უკრაინაში იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი "ბანდიტების, ნაცისტების, ტერორისტებისა და კრიმინალების" ხელშია. 

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს გაფრთხილებას, რომ უცხოური იარაღის მქონე კოლონები მათი არმიის სამიზნე გახდება. 

პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ხელს არ შეუშლის რუსეთს სამხედრო ოპერაციის გამოცხადებული მიზნების მიღწევაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics