|
2022-04-24 12:22:16, 1535 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიო პატრიარქი - უკრაინაში ომი არის ენით აღუწერელი ადამიანური ტრაგედია
უკრაინაში ომი არის " ენით აღუწერელი ადამიანური ტრაგედია " - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომე პირველმა აღდგომის ღამეს განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებელია ალყაში მყოფი ქალაქებიდან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა. " აღდგომა უნდა იყოს სტიმული ჰუმანიტარული დერეფნების გასახსნელად და მარიუპოლში ალყაში მოქცეული ათასობით ადამიანისთვის უსაფრთხო გასასვლელის შესაქმნელად რეალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე, იგივე ეხება უკრაინის ყველა სხვა რეგიონს, სადაც ენით აღუწერელი ადამიანური ტრაგედია ხდება". - განაცხადა ბართლომემ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)