|
2022-04-24 09:37:55, 1465 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - აი ასეთი აღდომა გვაქვს, 8 ადამიანი და 3 თვის ბავშვი მოგვიკლეს
აი ასეთი აღდგომა გვაქვს, 8 ადამიანი და 3 თვის ბავშვი მოგვიკლეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისივე თქმით, ოკუპანტევმა 7 რაკეტა ისროლეს მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მისამართით. 7 რაკეტა ისროლეს - აი ასეთი აღდგომა გვაქვს. რაკეტები ესროლეს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს. 2 რაკეტა ჩამოვაგდეთ. ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანი დაიღუპა, 18 თუ 20 დაშავდა. დაღუპულებს შორის 3 თვის ბავშვია. 3 თვის ბავშვი მოკლეს. როცა ომი დაიწყო, ეს ბავშვი 1 თვის იყო. რა ხდება საერთოდ? ნაძირალები - სხვა რა სახელი უნდა შევარქვა. სხვა სიტყვები უბრალოდ არ არსებობს. ნაძირალები არიან. ამ დღეებშიც კი, ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ. ღმერთისგან არიან?! რა ფასეულობებზე საუბრობენ, რა რუსული მშვიდობა?" - თქვა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)