|
2022-04-23 16:31:07, 2843 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთმა უკრაინიდან 2.9 მილიონი ლტოლვილი მიიღო
21 აპრილის მონაცემებით, პოლონეთმა უკრაინიდან 2,9 მილიონი ლტოლვილი მიიღო. მშვიდობიანი მოქალაქეები მეზობელ ქვეყანაში რუსულ აგრესიას გაურბიან. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სააგენტო ავრცელებს. პოლონეთის საზღვარი უმეტესად უკრაინის მოქალაქეებმა გადაკვეთეს, თუმცა ლტოლვილებს შორის ასევე არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. იტყობინება პოლონური ახალი ამბების სააგენტო IAR ვარშავის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. „22 აპრილს უკრაინიდან დაახლოებით 19,900 ლტოლვილი ჩავიდა პოლონეთში,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინელი ლტოლვილებისთვის ლეგალური ბინადრობის მინიჭებას, ასევე მათთვის განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური შეღავათების უზრუნველყოფას. .
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)