|
2022-04-23 12:17:16, 1558 ნახვა
ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 208 ბავშვი დაიღუპა, 595 კი დაშავდა
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 208 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 595 დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს . პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 120, კიევის ოლქში - 113, ხარკოვის ოლქში - 91, ჩერნიგოვის ოლქში - 66, ხერსონის ოლქში - 44, მიკოლაევის ოლქში - 41, ლუგანსკის ოლქში - 37, ზაპოროჟიეს ოლქში - 25, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 17, ჟიტომირის ოლქში - 15. „20 აპრილს, აგრესორი ქვეყნის სამხედროების მიერ ზაპოროჟიის ოლქის პოხოვსკის რაიონის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტების დაბომბვის შედეგად, 5 წლის ბავშვი დაშავდა,“ -აცხადებენ პროკურატურაში. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)