01:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 20:45:55, 1634 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯოზეფ ბორელი - მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნები სასწრაფოდ უნდა შეიქმნას

მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნები სასწრაფოდ უნდა შეიქმნას . - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

მისივე თქმით, მარიუპოლში სასტიკი, უკანონო თავდასხმები უნდა დასრულდეს .

"უკვე 4 კვირაა, რაც მსოფლიო მოწმეა რუსეთის მიერ მარიუპოლში სასტიკი, უკანონო თავდასხმებისა, რომელიც ქალაქის ფართომასშტაბიან განადგურებას იწვევს, მათ შორის, ჩადენილია სისასტიკეები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქალაქის "გათავისუფლების" დამახინჯებული საბაბით", - ამბობს ბორელი.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics