|
2022-04-22 13:12:00, 1990 ნახვა
მსოფლიო
ლატვია მოქალაქეობას ჩამოართმევს იმ პირებს, რომლებიც ომის დანაშაულებებსა და გენოციდს მხარს დაუჭერენ
ლატვიის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს, რომლებიც მხარს უჭერენ გენოციდსა და ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ დანაშაულებს, შესაძლოა, მოქალაქეობა ჩამოერთვათ. როგორც ლატვიის ადგილობივი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, კანონმდებლობა ეხება მხოლოდ იმ პირებს, ვინც ერთზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები არიან. გარდა ამისა, ლატვიის მოქალაქეობა შეიძლება გაუქმდეს იმ შემთვევაში, თუ პირი თავად მონაწილეობდა მსგავს ქმედებებში. „მოქალაქეობა შეიძლება გაუუქმდეს იმ ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი ფინანსური, მატერიალური, პროპაგანდისტული, ტექნოლოგიური ან სხვა სახის დახმარება გაუწიეს ქვეყნებს ან ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს გენოციდი. დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული, ომის დანაშაული, რომელიც საფრთხეს უქმნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას ან დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციურ წესრიგს, - ნათქვამია ლატვიის სეიმის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში ომი დაიწყო. ხოლო ერთ-ერთი ადამიანი, რომელზეც ახლა აღნიშნული ცვლილებების გამოყენება შესაძლებელია, არის რუსი მილიარდერი პიოტრ ავენი, რომელსაც ასევე აქვს ლატვიის მოქალაქეობა და არის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერთა შორის.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)