23:23 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 11:09:24, 2480 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ჯარები ბრიტანეთში სპეციალურ წვრთნებს გაივლიან

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში სამხედრო მხარდაჭერას აძლიერებს და უკრაინელი სამხედროები წვრთნას ბრიტანეთში  გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ავრცელებს.

როგორც ჯონსონის სპიკერმა განაცხადა, უკრაინის ჯარები წვრთნას ბრიტანეთის მიერ გადაცემული ჯავშანტექნიკით გაივლიან.

„გონივრულია, რომ მათ გაიარონ საჭირო ტრენინგი, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ ტექნიკა. ჩვენ ვაცნობიერებთ , რა შეიძლება აღიქმებოდეს ესკალაციურად, მაგრამ აშკარად ესკალატორულია ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ქმედებები,”- დასძინა პრემიერ მინისტრის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, ბორის ჯონსონი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების აქტიური მხარდამჭერია. ბრიტანეთი უკრაინას აწვდის 120 ჯავშან საპატრულო მანქანას, მათ შორის Mastiff-ს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სადაზვერვო მიზნით, ბრიტანეთი,  მოკავშირეებთან ერთად, უკრაინელ ჯარისკაცებს აწვდის ახალი ტიპის აღჭურვილობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics