|
2022-04-22 11:15:56, 1716 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიუპლის მერი - ქალაქში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე პუტინის ხელშია
ახლა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია გადაწყვიტოს 100 000 მშვიდობიანი მოქალაქის ბედი, რომლებიც ჯერ კიდევ მარიუპოლში არიან ჩარჩენილები, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვის დასამალად რუსები ცხედრებს თავად მარხავენ. „მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სიცოცხლე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, არის მხოლოდ ერთი ადამიანის - ვლადიმერ პუტინის ხელში. და ყველა სიკვდილი, რომელიც ახლა მოხდება, ასევე მის ხელში იქნება", - აღნიშნა ბოიჩენკომ. ბოიჩენკოს თქმით, მანამდე თითქმის ორთვიანი ალყის შემდეგ პუტინმა მარიუპოლისთვის ბრძოლაში გამარჯვება გამოაცხადა. „ქალაქის გათავისუფლება არ იყო დაგეგმილი. ეს იყო განადგურების გეგმა. დღეს ყველა დონეზე ჩვენ მხოლოდ ერთ რამეზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, გვჭირდება მარიუპოლის 100 000 მაცხოვრებლის დროული ევაკუაცია, რომლებიც რუსული ძალების ტყვეები არიან და ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ყველა ადამიანი, ვინც აზოვსტალში იმყოფება, “ - დასძინა ქალაქის მერმა.. გარდა ამისა ბოიჩენკომ აღნიშნა ისიც, რომ ჯერ კიდევ აქვს იმის იმედი, რომ შეიძლება რაიმეს გაკეთება ქალაქში ჩარჩენილთა დასახმარებლად, მიუხედავად ამ კვირაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წარუმატებლობისა, რომლის თანახმადაც 90 ავტობუსი დაახლოებით 6000 ადამიანის ევაკუაციისთვის იყო განკუთვნილი. შეგახსენებთ, რომ 19 აპირილს რუსულმა ჯარებმა მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანაზე შეტევა დაიწყეს, სადაც დაახლოებით ათასი ადგილობრივი მცხოვრები იმყოფებოდა.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)