05:41 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 10:32:49, 1193 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ერთადერთი კლანი ვიცი ჩვენს ქვეყანაში გამოკვეთილი - ეს არის ენჯეოების კლანი

გამორიცხულია, პრობლემა არ არსებობდეს რომელიმე ქვეყნის სასამართლო სისტემაში. მით უმეტეს საქართველოში, იმიტომ რომ არის ბევრად უფრო განვითარებული და მომზადებული ქვეყნები და იქაც კი არის პრობლემები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„თუ არის პრობლემები, უნდა წარმოგვიდგინონ არგუმენტები. უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობას სასამართლო რეფორმაზე. წარმოადგინონ ხედვა, არგუმენტები, ოღონდ ფაქტებზე დაფუძნებული და ამის შემდეგ მზად ვართ, ნებისმიერი ისეთი წინადადება გავითვალისწინოთ, რომელიც მიმართული იქნება სასამართლოში ვითარების შემდგომი გაუმჯობესებისკენ, მაგრამ ჩვენ ვისმენთ ნული ფაქტით და მტკიცებულებით პიარულ კამპანიას სასამართლოსთან დაკავშირებით. ეს ე.წ. ენჯეოები, რომლებიც გამოდიან სასამართლოს წინააღმდეგ, ჩვეულებრივ საბჭოურ მეთოდს იყენებენ - ეს არის კლიშეების მოფიქრების, დაბრენდვის უხეში მექანიზმი, კლანი მოიფიქრეს. სინამდვილეში, ერთადერთი კლანი ვიცი ჩვენს ქვეყანაში გამოკვეთილი - ეს არის ენჯეოების კლანი. არის რამდენიმე ენჯეო, სადაც ვერავინ ვერ შეყოფს ცხვირს. თუ სადმე არის კლანი, ეს სექტორია. ამას ვამბობ გულისტკივილით, რადგან ამით ხდება სამოქალაქო სექტორის ფენომენის დისკრედიტაცია ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics