|
2022-04-22 10:23:28, 798 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არც სასამართლო, არც პროკურატურა, არც შსს და არც სხვა სტრუქტურა ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიულ ინსტრუმენტად არ გამოიყენება
ვიღაცეებს უნდათ გარკვეულწილად მაინც აღადგინონ „ნაცმოძრაობის“ გავლენა სასამართლოზე. ამას აბსოლუტურად თამამად და ცხადად ვამბობ. არც სასამართლო, არც პროკურატურა, არც შსს და არც რომელიმე სხვა სამართალდამცავი სტრუქტურა ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიულ ინსტრუმენტად არ გამოიყენება. ეს არის მტკიცებულება, მათგან კი არის ნული მტკიცებულება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ეს ე.წ. ენჯეოები, რომლებიც ამ კამპანიას აწარმოებენ ერთადერთი მიზნით არიან დატვირთული, ეს არის „ნაცმოძრაობის“ კონტროლის თუნდაც გარკვეულ დონეზე აღდგენა სასამართლოსთან მიმართებით. „იყო სასამართლო კორპუსი, რომელსაც რეპუტაცია ჰქონდა შელახული ისევ იმ სისტემის გამო, რომელიც იყო ჩამოყალიბებული და ამ ფაქტორს იყენებდნენ ისინი ეფექტურად სასამართლოს დისკრედიტაციის მიზნით. თავის დროზე ამაზეც იყო მსჯელობა სასამართლო კორპუსი უნდა შეცვლილიყო თუ არა, საბოლოო ჯამში ისევ ეს ორგანიზაციები გამოდიოდნენ სასამართლო კორპუსის განახლების წინააღმდეგ, ეს ხდებოდა 2013 -2014 წლებში. ვიდრე „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა გავლენა შენარჩუნებული, მაშინ ჯერ კიდევ კუბლაშვილი იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. თბილისის საქალაქო სასამართლოზე თავისი გავლენა ჰქონდათ, სააპელაციოშიც და ა.შ. მანამდე არ დარდობდნენ ისინი სასამართლოზე, როგორც კი განულდა „ნაცმოძრაობის“ კონტროლი სასამართლოზე, მაშინვე დაიწყო კამპანია ე.წ. კლანის შესახებ და სასამართლოს წინააღმდეგ. ჩვენ ვეუბნებით მათ, - კი ბატონო, გაქვთ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, მაგრამ მოიტანეთ ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში არის რამე სისტემური, ან თუნდაც რამე არსებითი პრობლემა. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, რომ ეს პრობლემა არ არსებობს და მათ ვთხოვთ არგუმენტების წარმოდგენას. ნული არგუმენტი. არცერთი საქმე არ მოუტანიათ, ერთადერთი რაც იყო, „რუსთავი 2“-ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც სტრასბურგმა დაადასტურა, რომ სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სწორი. ახლა მე მოვიტან ფაქტებს, რაც საპირისპიროზე მეტყველებს. 6-ჯერ არის გაზრდილი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, 3-ჯერ არის შემცირებული წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, ასევე 3-ჯერ არის შემცირებული ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, 2-ჯერ არის შემცირებული ბრალდების მხრიდან შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, 5-ჯერ არის შემცირებული ჯარიმების მოცულობა და ეს ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი რეპრესიული მექანიზმი იყო, 18-ჯერ შემცირდა გირაოს თანხების საერთო მოცულობა, ეს არის მარტივი მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ იყო რეპრესიული მანქანა ადამიანების წინააღმდეგ მომართული და ეს რეპრესიული მანქანა უბრალოდ აღარ არსებობს. არც სასამართლო, არც პროკურატურა, არც შსს და არც რომელიმე სხვა სამართალდამცავი სტრუქტურა ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიულ ინსტრუმენტად აღარ გამოიყენება. ეს არის მტკიცებულება, მათგან კი არის ნული მტკიცებულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)