|
2022-04-21 20:21:12, 1380 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსები ოკუპირებული იზიუმიდან ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებაზე უარს ამბობენ
რუსეთის ჯარები უარს ამბობენ ოკუპირებული იზიუმიდან ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებაზე. - ამის შესახებ ინფორმაციას იზიუმის საკრებულოს დეპუტატმა მაქსიმ სტრელნიკმა ისაუბრა. მისი თქმით, შეუძლებელია ქალაქის ორგანიზებულად დატოვება უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ ხალხი ამის გაკეთებას საკუთარი რისკის ფასად ცდილობს. "თვეზე მეტია ისინი უარს ამბობენ დერეფნების უზრუნველყოფაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას საკვები, წყალი, მედიკამენტები და მოხდეს პაციენტების და ბავშვების ევაკუაცია. განადგურებულია ყველა კომუნიკაცია: არ არის შუქი, წყალი, სითბო, გაზი, მობილური კავშირი. იზიუმში მცხოვრებ ადამიანებს [ოკუპანტები] ფარად იყენებენ. არ ხერხდება ადამიანების ორგანიზებული გადაყვანა, მაგრამ ხალხი ამის გაკეთებას საკუთარი ძალებით ცდილობს. ჩვენი მოხალისეებიც ეხმარებიან, მაგრამ ეს ცალკეული შემთხვევებია,"- განაცხადა მაქსიმ სტრელნიკმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის ქალებისა და ბავშვების. ამ ყველაფერს კი ევროპისა და აშშ-ს მხრიდან რუსეთის მიმართებით სერიოზული სანქციები მოჰყვა. პირველად სანქცირებულ პირებს შორის პუტინი და მასთან დაახლოებული პირები მოხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)