|
2022-04-21 17:44:18, 1526 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის ინფრომაციით, კადიროვი პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციას დაჰპირდა
უკრაინაში შეჭრის დაგეგმვისას, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციას დაჰპირდა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა რადიო NV-სთან ინტერვიუში განაცხადა. დანილოვმა აღნიშნა, რომ 26 თებერვალს უკრაინაში სამი ჯგუფი შემოვიდა, მათგან ერთი უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს, ხოლო ორმა კი უკან დაიხია და ქვეყნის ტერიტორია დატოვა. „ჩვენი უმაღლესი ხელმძღვანელობის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გეგმა კადიროვმა 3 თებერვალს პუტინთან ვიზიტის დროს მიიღო. ამ შეხვედრაზე შეთანხმებული იქნა ჩვენი პრეზიდენტის ლიკვიდაციის გეგმა და კადიროვმა აიღო ვალდებულება, რომ მისი ჯგუფი ამას გააკეთებს, “ - განაცხადა დანილოვმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის დაზვერვის თანახმად, 20 მარტს, უკრაინაში ბოევიკების მორიგმა ჯგუფებმა ჩამოსვლა დაიწყეს, რომლებიც დაკავშირებულია პუტინთან დაახლოებულ რუს პროპაგანდისტთან და PMC Liga-ს (ვაგნერის) მფლობელთან, ევგენი პრიგოჟინთან. კრიმინალების მთავარი ამოცანას უკრაინის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)