23:23 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 14:48:37, 1396 ნახვა

ომი უკრაინაში
ესტონეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა

ესტონეთმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები ოფიციალურად აღიარა უკრაინელი ხალხის გენოციდად. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა მიიღო. გადაწყვეტილებას პარლამენტის 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ესტონეთის პარლამენტი (რიიგიკოგუ) აღიარებს რუსეთის შეიარაღებული ძალების და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად და ამისკენ მოუწოდებს სხვა ქვეყნების პარლამენტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„რუსეთის ფედერაციამ, ჩაიდინა მასობრივი დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ ქალაქ ბუჩაში, ბოროდიანკაში, გოსტომელში, ირპენსა და მარიუპოლში, ისევე როგორც უკრაინის ბევრ სხვა დასახლებაში. მკვლელობები, გატაცებები, გადასახლებები, პატიმრობა და გვამების შეურაცხყოფა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

რიიგიკოგუ ასევე მოუწოდებს მხარი დაუჭიროს რუსული დანაშაულების გამოძიებას და დამნაშავეთა დევნას და ამ მიზნით შექმნას საერთაშორისო სასამართლო სახელმწიფოებთან თანამშრომლობით, გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის, შეაჩერონ ენერგო ვაჭრობა, ასევე დაუყოვნებლივ გაზარდონ უკრაინის სამხედრო და კრიტიკული ჰუმანიტარული დახმარება.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთში მესაზღვრეებმა აქტიურად დაიწყეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდამჭერი სიმბოლოების გამოყენება ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics