15:44 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 10:05:37, 2482 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯო ბაიდენი უკრაინელ სამხედროებზე - ისინი უფრო მტკიცე და ამაყები არიან, ვიდრე მე მეგონა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროება გადააჭარბა მის მოლოდინს, რადგან ისინი უფრო "მტკიცეები და ამაყები არიან, ვიდრე ეგონა".

როგორც ბაიდენმა თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან და სხვა სამხედრო ოფიციალურ პირებთან საუბრისას აღნიშნა, რომ არაერთხელ უსაბრია უკრაინელებთან, მაგრამ მათი თავდადებით მაინც გაოცებულია. 

„თქვენ შესახებ არ ვიცი, მაგრამ არაერთხელ ვარ ნამყოფი უკრაინაში. მათთან ბევრი ვილაპარაკე. ღრმად ვიყავი ჩართული და ვიცოდი, რომ ისინი მტკიცე და ამაყები იყვნენ. მაგრამ შემიძლია გითხრათ, ისინი უფრო მკაცრი და ამაყები არიან, ვიდრე მე მეგონა. გაოცებული ვარ.“, - თქვა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა შეაქო აშშ-ს არმია უკრაინელებისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნისათვის.

”მინდა მივესალმო იმ განსაკუთრებულ სამუშაოს, რომელსაც თქვენ აკეთებთ უკრაინელების შეიარაღებისა და აღჭურვისთვის და მათი ერის დასაცავად, ჩვენ ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსები და პარტნიორობა. ჩვენი მოკავშირეები ძლიერდებიან. ”- განაცხადა ბაიდენმა. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 3,2 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია უკრაინას ბაიდენის თანამდებობის დაკავების შემდეგ, მათ შორის 2,6 მილიარდი აშშ დოლარი მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics