|
2022-04-18 13:46:50, 1073 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს უახლოეს ისტორიაში რუსეთთან სამი ომი აქვს გამოვლილი და განსაკუთრებული მგრძნობელობა გვაქვს
„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც 90-იან წლებში, 2008 წელს გამოვლილი აქვს სამი ომი, სადაც ჩართული იყო რუსეთი და შესაბამისად, განსაკუთრებული მგრძნობელობა გვაქვს, თუკი არსებობს რამე პრეტენზიები, სადაც შეიძლება იყოს მინიშნება, თითქოს საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ცალკე, გვერდით მოლაპარაკებები რუსეთთან",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. უკრაინაში ვიზიტის შეფასებისას, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ვიზიტმა ბევრი საკითხის გარკვევის შესაძლებლობა შექმნა. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ინფორმაციის გადამოწმების მნიშვნელობაზე გაამახვილა. „ეს იყო თბილი, მეგობრული ვიზიტი და მასპინძელი ცდილობდა, რომ განსაკუთრებული სითბო და ყურადღება ეჩვენებინა ქართული დელეგაციისთვის. ის, რომ შემადგენლობა იყო მრავალპარტიული, მისთვისაც იყო მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ამით საპარლამენტო დელეგაციამ მთლიანად ქვეყნის სოლიდარობა ჩაიტანა უკრაინაში. ვიზიტმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ ბევრი საკითხი გარკვეულიყო. ყველა საკითხი გარკვეულია იმ კუთხით, რომ გამგზავრებამდეც გვქონდა ამ თემაზე კომუნიკაცია. მთავარი არის, რომ დღეს, კრიზისულ სიტუაციებში განსაკუთრებით მოწყვლადია საინფორმაციო სივრცე დეზინფორმაციისთვის და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მედიაში ან სხვადასხვა ორგანიზაციებიდან გაჟღერდეს, გადამოწმდეს ერთმანეთთან და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამაზე შევთანხმდით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ საქართველომ უკრაინის საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდების კუთხით, პროაქტიული კომუნიკაციით, საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს. „რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას - იქაც აღვნიშნე, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც 90-იან წლებში, 2008 წელს გამოვლილი აქვს სამი ომი, სადაც ჩართული იყო რუსეთი და შესაბამისად, განსაკუთრებული მგრძნობელობა გვაქვს, თუკი არსებობს რამე პრეტენზიები, სადაც შეიძლება იყოს მინიშნება, თითქოს საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ცალკე, გვერდითი მოლაპარაკებები რუსეთთან. ჩვენი მეგობრებისთვისაც უკრაინაში გასაგებია, რომ საქართველო ამ კუთხით არის განსაკუთრებული ქვეყანა, რომელშიც დღემდე არის ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ ოკუპირებული და შესაბამისად, გვაქვს განსაკუთრებული მგრძნობელობა, როდესაც ასეთი ტიპის პრეტენზიები შეიძლება გამოითქვას და მით უმეტეს, ამის უკან საფუძველი არ არსებობს. ჩანდა, სამწუხაროდ, რომ ზოგი ინფორმაცია საზოგადოებაშიც, როგორც ჩანს, უკრაინაშიც, დამახინჯებულად არის მიტანილი. ამ კუთხით, ვფიქრობ, რომ საქართველომ, ხელისუფლებამაც თავისი წვლილი უნდა შეასრულოს პროაქტიული კომუნიკაციით, რომ უკრაინის საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ როგორ უდგას საქართველო, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება უკრაინას გვერდით",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)