20:17 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-16 21:14:22, 1159 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ჩემთვის პატივია გმირ კიევში ყოფნა

ჩვენ ვსტუმრობთ მეგობრებს მოძმე უკრაინაში, რათა დავადასტუროთ ჩვენი ძლიერი და ერთიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი. სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უკრაინელი ხალხის არჩევანს.

„ჩემთვის პატივია გმირ კიევში ყოფნა. მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩემი კოლეგა რუსლან სტეფანჩუკისადმი, რომელიც მასპინძლობს ჩვენს საპარლამენტო დელეგაციას უმაღლეს რადაში, მიუხედავად მიმდინარე ომისა და ყოველდღიური დაბომბვებისა. ჩვენ ვსტუმრობთ მეგობრებს მოძმე უკრაინაში, რათა დავადასტუროთ ჩვენი ძლიერი და ერთიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი. სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით, რადგან ჩვენი ხალხი ძალიან ახლოა ერთმანეთთან. ჩვენი კულტურა, ისტორია, მეგობრობა არის ის, რაც გვაძლიერებს და გვაერთიანებს. ეს არის ის, რასაც ორივე – უკრაინაც და საქართველოც აფასებს. ჩვენ, ქართველები გაერთიანებული ჩამოვედით კიევში, რათა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს, მივუსამძიმროთ და გავიზიაროთ მათი ტკივილი ვინც იტანჯებოდა და დავდგეთ უკრაინელი ერის გვერდით. სიტყვებით ვერ აღწერ იმ სურათებს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ შორიდან და ახლა გვექნება საშუალება, ჩვენი თვალითაც ვნახოთ. ვგულისხმობ სურათებს ბუჩადან, ირპენიდან, ბოროდიანკადან, კრამატორსკიდან. ამ სისასტიკის შესახებ მთელმა მსოფლიო შეიტყო. თუმცა, არის კიდევ ბევრი ქალაქი, რომელსაც იგივე ბედი ეწია და ბევრი ისტორია ჯერ ცნობილი არ არის. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და პატივი სცეს უკრაინელი ხალხის არჩევანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics