07:13 - 02 Nov, 2026
|
2022-04-15 14:48:23, 1460 ნახვა
მსოფლიო
The Washington Post - რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს, შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება
რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალური დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა, რომელშიც გააფრთხილა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტს ამწვავებს და შესაძლოა „არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს “. - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post ავრცელებს. „მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შეაჩერონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რაც იწვევს არაპროგნოზირებად შედეგებს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“, - ნათქვამია ნოტაში. შეგახსენებთ, დიპლომატიური ნოტა მოსკოვმა მას შემდეგ გაიგზავნა, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის შეიარაღებისთვის დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)