05:59 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 13:33:30, 1417 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ მეგრელიშვილი ვიზიტზე - უკრაინაში მინდა გავარკვიო, თუ დარჩათ რაიმე პრეტენზია ქართულ მხარესთან

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, ქართული დელეგაციის უკრაინაში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სურს უკრაინელებთან მიიტანოს ის მესიჯი, რომ საქართველო მათ გვერდით დგას და ერთად გააგრძელონ ევროინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობა. 

ამასთანავე, მეგრელიშვილის თქმით, მას სურს გაარკვიოს ამოიწურა თუ არა გაუგებრობა საქართველო-უკრაინას შორის.

„მინდა, რაღაცნაირად მესიჯი მივიტანოთ უკრაინელებთან, რომ ჩვენ მათთან ერთად ვართ ერთი და როგორ ვთანამშრომლობთ ევროინტეგრაციის გზაზე. ამ შეხვედრიდან მინდა გავარკვიო, უკრაინულ მხარეს თუ დარჩა რაიმე პრეტენზია ქართულ მხარესთან და პრაგმატულად როგორ ვმუშაობთ ერთად, ამოიწურა თუ არა ჩვენ შორის გაუგებრობა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება, რომელთა შორის ერთ-ერთი ვახტანგ მეგრელიშვილია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics