22:10 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 15:17:02, 1065 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ბაკურიანის შეკრებაზე - ეს იყო შულავერის კომიტეტის შეკრება, რომლის მიზანია ლეგიტიმური ხელისუფლების გადატრიალება

წარმოადგინონ კონკრეტული არგუმენტები, რატომ შეიკრიბნენ ერთად პარტიები ე.წ. ენჯეობი და ე.წ  ტელევიზიები. ვერავითარი არგუმენტი ამ კუთხით ვერ იქნება წარმოდგენილი, რატომ შეიძლება ასეთ თემებზე  ერთად მსჯელობდნენ ეს სუბიექტები, ეს არის ერთი შეხედვით გაუგებარი, თუმცა ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგები - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბაკურიანის შეკრების კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არსებობს კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო იქ წარმოდგენილი და რას განიხილავდნენ. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ეს დამოკიდებულია სამართლებრივ სტანდარტებზე.

 „არის შემთხვევები, ვიცით მაგალითად, რომ ეს ადამიანები არიან ქვეყნის მოღალატეები, მაგრამ ღალატის სტანდარტი სამართლებრივად არის განსხვავებული. ხშირად ამ კითხვას სვამენ ხოლმე საზოგადოების წარომადგენლები, თუ ეს ადამიანები არიან მოღალატეები, რატომ არ ისჯებიან ღალატის გამო. ერთი მარტივი მიზეზით - ღალატის სამართლებრივი სტანდარტი არის სხვა და ღალატის პოლიტიკური შეფასება არის სხვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეხება სამართლებრივ რეაგირებას, ეს არის შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების პრეროგატივა, თუ ამ პოლიტიკურ დანაშაულში ამოკითხული იქნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები,  შეიძლება გამოძიებაც დაიწყოს - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, ბაკურიანში ღონისძიებაზე ე.წ ტირანიის დასრულება განიხილებოდა და  ოპოზცია ტირანიის დამხობას გეგმავდა, რომელიც არ არსებობს.

„თავად ღონისძიების სათაური  იყო, როგორ დავასრულოთ ტირანია, შესაბამისად ნათელია რას ეხებოდა ეს შეკრება, ანუ ხელისუფლების გადატრიალება, რაც ვერ მოხერხდა, მაგალითად სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ, მოგვიანებით, ა.შ.  ახლა მსჯელობენ ისინი ამაზე და ეს იყო ამ ღონისძიების შინაარსი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რატომ იყვნენ პოლიტიკური პარტიები ე.წ.  ენჯეოები და ე.წ  ტელევიზიები ერთად წარმოდგენილი ამ ღონისძიებაზე, ესეც არის ძალიან საინტერესო, ამ კითხვას ბუნებრივია უნდა გაეცეს პასუხი, თუმცა დღემდე ჯერ ჩვენ პასუხები არ მოგვისმენია. დღემდე ამ ღონისძიების მონაწილეები გაურბიან ყველა ჩვენს შეკითხვას, რომელიც მის შინაარს უკავშირდება. 
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა იყო ამ ღონისძიების შინაარსი, შესაბამისად, მეტი ინფორმაცის მიწოდებაც შეგვიძლია საზოგადოებისთვის, ეს იყო რეალურად შულავერის კომიტეტის შეკრება, რომლის მიზანი იყო ლეგიტიმური ხელისუფლების გადატრიალება და აქედან გამომდინარე თავის მართლება მათი მხრიდან არის საფუძველს მოკლებული. წარმოადგინონ კონკრეტული არგუმენტები, რატომ შეიკრიბნენ ერთად პარტიები ე.წ. ენჯეოები და ე.წ  ტელევიზიები. ვერავითარი არგუმენტი ამ კუთხით ვერ იქნება წარმოდგენილი, რატომ შეიძლება ასეთ თემებზე  ერთად მსჯელობდნენ ეს სუბიექტები, ეს არის ერთი შეხედვით გაუგებარი, თუმცა ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგები.
ჩვენ არ გვაქვს ეჭვი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია - ეს ერთი, კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო იქ წარმოდგენილი და რას განიხილავდნენ. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ეს ყველაფერი დამოკიდებულია სამართლებრივ სტანდარტებზე, არის შემთხვევები, ჩვენ ვიცით მაგალითად, რომ ეს ადამიანები არიან ქვეყნის მოღალატეები, მაგრამ ღალატის სტანდარტი სამართლებრივად არის განსხვავებული, ხშირად ამ კითხვას სვამენ ხოლმე მაგალითად საზოგადოების წარომადგენლები , თუ ეს ადამიანები არიან მოღალატეები, რატომ არ ისჯებიან ღალატის გამო, ერთი მარტივი მიზეზით - ღალატის სამართლებრივი სტანდარტი არის სხვა და ღალატის პოლიტიკური შეფასება არის სხვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო კონკრეტული ღონისძიება დაგეგმილი, ჩატარებული, სადაც განიხილებოდა  ე.წ. ტირანიის დასრულება. ესეც თავისთავად ძალიან ღიმილის მომგვრელი მოვლენაა. იმიტომ ვერ არიან წარმატებულები, რომ გეგმავენ ტირანიის დამხობას, რომელიც არ არსებობს. თვითონ ტრენინგის შინაარსი არის აცდენილი სინამდვილესთან. ამიტომ არიან წარუმატებლები ყველა მცდელობაში რომ რამენაირად გადაატრიალონ ხელისუფლება. ამას ვერ გააკეთებენ ერთი მარტივი მიზეზის გამო, სადაც არ არის ტირანია, იქ ტირანიას ვერ დაასრულებ. თქვენ თუ გაქვთ ნანახი ტრენინგის მასალები, რომელსაც ზედ აწერია, როგორ დავასრულოთ ტირანია. თუ გაქვთ ნანახი, ყველა კითხვაზე ბუნებრივია, პასუხი გაცემულია. რაც შეხება სამართლებრივ რეაგირებას, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, ეს არის შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების პრეროგატივა. თუ ამ პოლიტიკურ დანაშაულში ამოკითხული იქნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, შეიძლება გამოძიებაც დაიწყოს, თუმცა, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics