07:18 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 14:36:46, 1130 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის პოზიციას იზიარებს და უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდს უწოდებს

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომს გენოციდს უწოდებს. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპი ინტერვიუს დროს აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აკრიტიკებდა, რომლის პოლიტიკამაც, მისი თქმით, რეკორდულად მაღალი ინფლაცია გამოიწვია და თქვა, „ახლა ამას დაუმატეთ ის, რაც ხდება უკრაინაში, ეს გენოციდია".

მანამდე აშშ-ის პრეიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

„უფრო და უფრო ხდება ნათელი, რომ ვლადიმერ პუტინი უბრალოდ ცდილობს მოსპოს უკრაინელობის იდეა", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.  

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა, რომელიც ამაყობდა ვლადიმერ პუტინთან ახლო პირადი ურთიერთობით, მანამდე რუსეთის შეჭრას უკრაინაში ჰოლოკოსტი უწოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics