|
2022-04-12 15:06:18, 1529 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - რუსეთის მიზნები კეთილშობილურია, მთავარი მიზანია დონბასში მცოხვრებთა დახარება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან ომში რუსეთის მიზნები კეთილშობილურია და მთავარი მიზანი დონბასში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებაა. როგორც ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, უკრაინაში ანტირუსულ ძალებთან შეტაკება გარდაუვალი და უბრალოდ დროის საკითხი აღმოჩნდა. "უკრაინამ დაიწყო ანტირუსულ დასაყრდენად გადაქცევა, სადაც ზრდა დაიწყო ნაციონალიზმისა და ნეონაციზმის ყლორტებმა, რომლებიც დიდი ხანია არსებობს. ნეონაციზმის ზრდა იყო მიზანმიმართული და რუსეთის შეტაკება ამ ძალებთან გარდაუვალი იყო, მათ მხოლოდ შეტევის დრო აირჩიეს. მთავარი მიზანია დონბასში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება, დონბასელი ხალხი, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ, აიძულეს ამის გაკეთება იმის გამო, რომ კიევის ხელისუფლებამ, დასავლეთის მხრიდან უბიძგა, უარი თქვა მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა დონბასის პრობლემების მშვიდობიან გადაწყვეტას", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. პუტინის მტკიცებითვე, რუსეთის შეიარაღებული ძალები "სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას" მოქმედებენ გაბედულად, კომპეტენტურად, ეფექტურად და შედეგიანად, იყენებენ ყველაზე თანამედროვე ტიპის იარაღს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)